მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვინ არის 50 ადამიანი, რომელიც აშშ-ს სანქცირებულთა სიაში მოხვდა

თეთრმა სახლმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ახალი სანქციებს შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკაში 50 რუს ოლიგარქს მოგზაურობა აეკრძალება.

როგორც CNN წერს, 50-კაციან სიაში მყოფი ადამიანები მოიაზრებიან პუტინის ახლო მეგობრებად, სანქციები მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ.

ოლიგარქებს აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ს ფინანსურ სისტემაზე, მათი აქტივები აშშ-ში გაიყინება, უძრავი ქონების სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.

სანქციები შეეხება პუტინის უახლოეს მოკავშირეს ალიშერ ბურჰანოვიჩ უსმანოვს, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს.

ოლიგარქების სიაში არის, ასევე, 19 ბიზნესმენი, მათი ოჯახების 47 წევრი და ახლო კომპანიონები.

ამასთან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის დამგმობი რეზოლუციის დამტკიცებას კიდევ ერთი რეზოლუცია მოჰყვა, ამჯერად, შეერთებული შტატების კონგრესში. დოკუმენტს 426-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, მას 3 მოწინააღმდეგე ჰყავდა. სამივე რესპუბლიკური პარტიიდან. აღნიშნული რეზოლუცია საკმაოდ მრავლისმომცველია, აქ არის საუბარი სანქციებზეც, ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე.

რამდენიმე ინიციატივაა წარდგენილი სენატშიც თუმცა საბოლოო თანხმობა ჯერ მიღწეული არაა. ამ დროისთვის არის 2 რეზოლუცია, რომელიც განიხილება.

ერთ-ერთი წარმოდგენილია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის მიერ, თუმცა დემოკრატები როგორც ჩანს ამ რეზოლუციისთვის ხმის მიცემას არ აპირებენ.
ჯიმ რიში კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს :

“ისევ არსებობს უფრო მწვავე სანქციების დაწესების საშუალება, რათა პუტინს უკან დავახევინოთ,” – განაცხადა ჯიმ რიშმა.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მესამე მსოფლიო ომი თავიდან ავირიდოთ – ამის შესახებ შარლ მიშელმა CNN-თან განაცხადა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტი გააქტიურდეს.

მისივე თქმით, ისინი აიძულებენ პუტინს, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას. როგორც შარლ მიშელი ამბობს, ახლა ყველაზე სასწრაფო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი და ჰუმანიტარული ვითარებაა.

“ჩვენ ვიცით, რომ სიტუაცია არის ექსტრემალურად რთული, არაპროგნოზირებადი და დაძაბული. არ ვიცით, რა იქნება შემდეგ დღეებსა თუ კვირებში. ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მოვალეობაა, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. შემდგომი პერიოდი იქნება ფუნდამენტური მნიშვნელობის.
ვიმედოვნებ, რომ ყველა სახის სანქცია, რაც დავაწესეთ, ეფექტურ შედეგებს გამოიღებს. ვიმედოვნებ, რომ ეს უზარმაზარი ზეწოლა პუტინის და მის რეჟიმის წინააღმდეგ ვითარებას შეცვლის. ჩვენ ვაიძულებთ პუტინს, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.
ახლა კი ყველაზე სასწრაფო არის უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარება და ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. მიზნის მისაღწევად ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, შესაძლებელია გავააქტიუროთ სანქციების მორიგი პაკეტიც.
თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი და მტკიცე, მაშინ უფრო გამოჩნდება სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას.
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთთან ომში. რუსეთმა წამოიწყო ომი უკრაინასთან. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად. მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს, უნდა ავირიდოთ თავიდან მესამე მსოფლიო ომი. ეს ექსტრემალურად საშიში სიტუაციაა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს და გადარჩეს. ჩვენ გვსურს სამიზნეში ამოვიღოთ რუსეთის ეკონომიკა, რომ მოვახდინოთ პუტინზე პოლიტიკური ზეწოლა,”– განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button