მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვინ არის ახალგაზრდა რომელსაც მალთაყვის ზღვის სანაპიროზე ეძებენ

მაშველები ზღვაში,მეორე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. იგი სოფელ პატარა ფოთის მკვიდრი 26 წლის დავით ზარანდიაა.

“ოჯახში მოხუცი ბებია და მამა ჰყავს, დედა არც ახსოვს, 6 თვის იყო დათო დედა რომ გარდაეცვალა. ეს არის ოჯახის და სოფლის ტრაგედია” ,-უთხრა სოფლის რწმუნებულმა მთვარისა ბართიამ რადიო თბილისმა.

შეგახსენებთ, ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი წელამდე წყალში იყო, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button