მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 591-მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება უკრაინაში

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 591-ე დღეს, ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.

ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა 52 შეტევა განახორციელეს და 237 ჭურვი ისროლეს ნაღმმტყორცნებიდან, საარტილერიო, “გრადებიდან“, ტანკებიდან, და უპილოტო საფრენი აპარატებიდან. დაშავდა ორი ადამიანი. რუსი სამხედროების სამიზნე იყო რეგიონის საცხოვრებელი კვარტალი და ხერსონის ქარხნის ტერიტორია. უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს ბახმუტთან, ზაპოროჟიეს ოლქში.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტთან კონტრშეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, ამასთან, ისინი ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ. გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ უკრაინელი სამხედროები რაბოტინოსა და ვერბოვოსკენ წინ მიიწევენ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსული საოკუპაციო ძალები ბახმუტის მიმართულებით წინსვლას ვერ ახერხებენ. მათი განცხადებით, რუსული ძალები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ.

6 სექტემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 88 შენობა დაზიანდა, მათგან 61 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ასევე, დაზიანდა 46 მანქანა.

შეგახსენებთ, გუშინ ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრს დაარტყეს. რუსეთის თავდასხმებს 2 ადამიანი (10 წლის ბიჭი და მისი ბებია) ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 281 700 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button