ანალიტიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვინ არის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე

კახაბერ კუჭავა 1979 წლის 23 სექტემბერს დაიბადა. პროფესიით არის იურისტი და სამართლის მაგისტრი.

2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2002 წლის სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა ნოტინგემის სამართლის სკოლაში (Nottingham Law School) საკორპორაციო სამართლის მაგისტრის ხარისხის დასაცავად, რომელიც დაასრულა 2003 წლის ნოემბერში. 2003 წელს მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემის სამართლის სკოლაში.

41 წლის კახა კუჭავამ მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტში, ორჯერვე საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით იყარა კენჭი.

ვიდრე 2016 წლიდან დეპუტატი გახდებოდა, პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კახა კუჭავა მუშაობდა არაერთ ორგანიზაციაში და მათ შორის:

  • 2001 წელს მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“- იურისტად და საქართველოს წითელი ჯვრის იურისტის პოზიციებზე.
  • 2001 წლის ბოლოს წარმოადგენდა საქართველოს დელეგაციას, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის გენერალურ ასამბლეაზე ჟენევაში.
  • 2002 წლიდან ჩაერთო დიდი კორპორაციული კლიენტების ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო დავებში მონაწილეობაში.
  • 2011 წლის მაისიდან 2015 წლის ივნისამდე იყო „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ (ICC – International Chamber of Commerce) დირექტორთა საბჭოს წევრი.
  • 2001-2002 სასწავლო წლებში მიწვეული იყო, სამართლის მასწავლებლად თბილისის 53-ე სკოლაში. საგანმანათლებლო საქმიანობა განაგრძო უნივერსიტეტებში და კითხულობდა ლექციებს: თსუ-ში, კავკასიის უნივერსიტეტში, GIPA-ში და New Vision უნივერსიტეტში. კავკასიის უნივერსიტეტში მიწვეული იყო ასოცირებული პროფესორის სტატუსით.
  • 2004 წლის დეკემბრიდან მიიწვიეს ევროკავშირის პროექტში “Georgian-European Policy and Legal Advise Center” – საკორპორაციო სამართლის სპეცილისტად. ამ პროექტში მან იმუშავა 2005 წლის აგვისტომდე.
  • 2005 წლის მაისიდან პარალელურად დაიწყო მუშაობა საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, მისი მიწვევის მიზანი, რეორგანიზაციულ საკითხებში დახმარება იყო, ახლად დანიშნული ხელმძღვანელობისთვის.
  • 2005 წლის ნოემბრიდან მუშაობა დაიწყო Chemonics International-ის იურისტად, რომელიც საქართველოში ახორციელებდა USAID-ის პროგრამას Business Climate Reform (ბიზნეს გარემოს რეფორმა). ამ პროექტის პარგლებში ჩართული იყო საჯარო რეესტრის რეორგანიზაციისა და რეფორმირების პროცესში.
  • 2007 წლის თებერვლიდან დაიწყო მუშაობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Finance Corporation, IFC) იურისტად, კორპორაციული სამართლისა და კორპორაციული მართვის მიმართულებით.
  • მონაწილეობა აქვს მიღებული საკანონმდებლო საქმიანობის კუთხითაც, მათ შორის არის მეწარმეთა შესახებ კანონის, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის, ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის თანაავტორი.
  • 2009 წლის სექტემბრიდან წარმოადგენდა IFC-ის „კრიზისების მართვისა და სამეთვალყურეო საბჭოს შეფასების“ პროგრამას, კომპანიებისათვის. პროგრამა ხორციელდებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში.
  • IFC-ში მუშაობის პერიოდში მონაწილება აქვს მიღებული სხვადასხვა სახელმძღვანელოების შემუშავებაში, აგრეთვე ორჯერ დაასახელეს მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო თანამშრომლად და მის მიერ დაწერილი სტატია გახდა ერთ-ერთი პრიზიორი.
  • 2010 წელს მან დააფუძნა იურიდიული ფირმა „ერისთავი და პარტნიორები“. დღეს ეს ფირმა არის ერთ-ერთი, რომელსაც ორი წარმომადგენლობითი ოფისი გააჩნია თბილისსა და ბათუმში.
  • 2011 წლიდან დაიწყო მუშაობა „ზოფხითოს“ პროექტზე, რომელიც წარმოადგენდა მიტოვებულ საბადოს, ზემო რაჭის რაიონში. 2012 წლის თებერვალში კომპანიამ მონაწილეობა მიიღო აუქციონში და მოიპოვა 30 წლიანი ლიცენზია საბადოს შესწავლა-მოპოვებისათვის. ლიცენზიაში მან 990.000 ლარი გადაიხადა.
  • 2015 წლის ივლისიდან 2015 წლის ნოემბრამდე იყო „Georgian Copper and Gold“-ის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. 2015 წლის ნოემბრიდან დაინიშნა, ამ კომპანიის გენერალურ დირექტორად.
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განახორციელა რამდენიმე დიდი პროექტი და ახალი ინიციატივები. მათ შორის:
  • 2011 წლის მაისში დააარსა „საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტი“, რომელიც IFC-სთან თანამშრომლობით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და თანამშრომლობს კომპანიებთან კომრაციული მართვის გაუმჯობესების კუთხით.
  • კახა კუჭავა იყო „პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.

პოლიტიკური საქმიანობა

კახა კუჭავა 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველო“. კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2021 წლის 27 აპრილს, ხმათა უმრავლესობით, (მხარი 86 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 6) არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.

კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა.

კვლევები და პუბლიკაციები

  • კორპორაციული მართვის კოდექსის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო (თანაავტორი)
  • საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის მიმოხილვა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან
  • ფრანჩაიზინგის შესახებ შეთანხმება საერთაშორისო კერძო სამართალში
  • ინტერესთა კონფლიქტი: საუკეთესო პრაქტიკა და შესაბამისი ნორმატიული აქტები
  • კორპორაციული მართვა საქართველოში – პრობლემები და რეკომენდაციები
  • აღმასრულებელ დირექტორთა ვალდებულებები
  • საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვარტალური ჟურნალის -,,კორპორაციული მართვის“ გამომცემელთა საბჭოს წევრი.

ჰყავს ეროვნებით რუსი მეუღლე ელიზავეტა ოსმინინა,( ის ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რია და “ინ­სტაგ­რა­მის” სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვა) და სამი შვილი: ელენე, ნიკოლოზი და ანა.

იხილეთ მისი ფინანსური დეკლარაცია, რომელიც 2019 წელსაა შევსებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button