მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა ჰააგის მოსამართლე რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა ძებნაში გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ძებნაში გამოაცხადა. Mediazona-ს ინფორმაციით, სამინისტროს ძებნილთა ბაზაში კარიმ ხანის ფოტოა გამოქვეყნებული და მითითებულია, რომ სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, თუმცა კონკრეტულად რომლით – მითითებული არაა.

მიმდინარე წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. მათ უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთში ბავშვების დეპორტაცია ედებათ ბრალად. სამ დღეში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პროკურორისა და ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეგნებულად უდანაშაულო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ასევე საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თავდასხმის მომზადება საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით.

სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ საქმე განზრახ უკანონო დაკავების და უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადების მუხლებით აღიძრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button