მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

იტალიაში მცხოვრები ლაგოდეხელი ემიგრანტი იპოვეს

ქალაქ ლეჩოში სამუშაოდ წასული 42 წლის თემურ მოსაშვილი, რომელსაც ოჯახის ახლობლები და ნათესავები 20 ივნისიდან ეძებდნენ, ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

რადიო ჰერეთთან, მოსაშვილის საავადმყოფოში ყოფნის ფაქტს მისი და ადასტურებს.

,,ჩემი ძმა სხვა ქართველი ემიგრანტების დახმარებით დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს. ამბობს, რომ როგორც კი შეძლებს საქართველოში დაბრუნდება. დეტალებს ოდნავ მოგვიანებით გავარკვევთ”- განაცხადეს მოსაშვილის ოჯახში.

თემურ მოსაშვილი წარმოშობით ლაგოდეხიდანაა. იტალიაში სამუშაოდ, ის დაახლოებით ორი თვის წინ წავიდა

საავადმყოფოში მოხვედრამდე, მოსაშვილი ლეჩეს ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button