
24 იანვარს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
რეგისტრაციისთვის აუცილებელი ხელმოწერების წარდგენა კანდიდატებს 23 დეკემბრიდან 11 იანვრამდე შეეძლებათ, 15-დან 22 იანვრამდე მონაკვეთი კი საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისთვის არის გაწერილი.
თითო კანდიდატს კლუბის მინიმუმ 2300 წევრის ხელმოწერა სჭირდება. ვინც ხელმოწერების საჭირო რაოდენობას ვერ შეაგროვებს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.