ვინ იქნება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი – რას ფიქრობენ ოპოზიციაში
ოპოზიციის კონსულტაციები, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში კანდიდატის დასახელებაზე კიდევ გრძელდება, თუმცა, სავარაუდოდ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია იქნება.
“ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის, იყოს ერთიანი კანდიდატი. ეს კვირა არის ბოლო დღეები, როცა ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ სხვა ოპოზიცურ პარტიებთან, აქ ყველა პარტიაა ჩართული, როგორც საპარლამენტო, ძირითადი ოპოზიციური ძალები, ასევე არასაპარლამენტო პარტიები”,- თქვა ხატია დეკანოიძემ.
მელიას კანდიდატურას მხარს ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრებიც უჭერენ. მათი აზრით, მერობის კანდიდატებზე ოპოზიციის კოორდინაცია მნიშვნელოვანია. მელიას ასევე მხარს უჭერენ “ერთიანი საქართველო” და პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნა”.
თუმცა ამ ეტაპზე, ჯერეჯერობით უცნობია პარტია „ლელოსა“ და „გირჩი — მეტი თავისუფლების” პოზიცია.
“ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ლელო საქართველოსთვის უახლოეს დღეებში თავის პოზიციას გააცნობს საზოგადოებას, როგორ ვაპირებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც უმნიშვნელოვანესი საკითხია ის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მოაგროვოს 43%”,- თქვა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
განსხვავებული აზრი აქვს სტარტეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც ამბობს, რომ ნიკა მელიას კანდიდატურას მხარფს არ დაუჭერს, რადგანაც აუცილებელია, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მესამე ძალის ჩამოყალიბდეს.