ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

რადიოების სარეკლამო შემოსავლები 4%-ით შემცირდა

2021 წლის მესამე კვარტალში რადიოების სარეკლამო შემოსავლები 4%-ით შემცირდა და 1.77 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი რადიო ჰოლდინგმა „ფორტუნამ“ – 984.2 ათასი ლარის ოდენობით მიიღო, 180.2 ათასი ლარის შემოსავალი ჰქონდა „რადიო იმედს“, 105.9 ათასი ლარი მიიღო „რადიოცენტრი პლუსმა“, ხოლო „ჯორჯიან თაიმსმა“ – 77.1 ათასი ლარი. „ქართული რადიოს“ სარეკლამო შემოსვალი 76 ათასი ლარი იყო, „ჩვენი რადიოს“ შემოსავალმა კი 57.2 ათასი ლარი შეადგინა, 57 ათასი ლარი ჰქონდა „მდ ჯგუფს“, „კომპანია მედიასტრიმმა“ კი 43.1 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. 31.6 ათასი ლარის რეკლამა ჰქონდა სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთს“, ხოლო 21.5 ათასი ლარის შემოსავალი „ახალმა რადიომ“ მიიღო. 135 ათასი ლარი სხვა რადიო მაუწყებლებზე გადანაწილდა.

ცნობისთვის, 2021 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 22.2%-ით გაიზარდა და 21.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.1%-ს პირდაპირი რეკლამა წარმოადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button