რეგიონი

ვინ მოიგებს ორმილიონნახევრიან ტენდერს თელავში

თელავში მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო სივრცის მოსაწყობად, მერიამ ტენდერი დაახლოებით ერთი თვის წინ, 23 თებერვალს გამოაცხადა.

პროექტის თანახმად, თელავის აღმოსავლეთ ნაწილში, ,,მშვიდობის პარკის,, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 2 518 787 ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

მშვიდობის პარკში საბავშვო მოედანი, ველო და საფეხმავლო ბილიკები, სკეიდბორდის მოედანი, ფანჩატურები, სავარჯიშო მოედნები და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

პარკის მოწყობა იგეგმება ტერიტორიაზე, სადაც 440 ძირი წიწვოვანი ხეა, თუმცა
პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სამუშაოების მწარმოებელმა მრავალწლიანი ხეები სრულად უნდა შეინარჩუნოს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ორ მილიონზე მეტი თანხა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გამოიყოფა.

ვის აქვს გაკეთებული შეთავაზება ტენდერში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საბოლოო გამარჯვებული მერიამ 23 მარტს უნდა გამოავლინოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button