მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვინ შეცვალა ლევან ლილუაშვილი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე თელავში

დღეს, 31 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია ” ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ლევან ლილუაშვილი, წინა მოწვევის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით ჯორჯაძემ შეცვალა.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის, ტარიელ გალახვარიძის განმარტებით, საკრებულოს ახალ წევრს უფლებამოსილების განხორციელება უკვე შეუძლია.

” დღეს საკრებულომ უკვე სცნო დავით ჯორჯაძის უფლებამოსილება. ის დეპუტატი გახდა პარტიული სიით და ჩაანაცვლა ლევან ლილუაშვილი, რომელიც ფრაქცია ” ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტს იკავებდა”- განაცხადა გალახვარიძემ.

თავად დავით ჯორჯაძე ფრაქცია “ქართულ ოცნებას” 2013- 2017 წლების მოწვევის საკრებულოში ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენლობით ორგანოში ის “ქართული ოცნების” პარტიული სიით შევიდა, დეპუტატი ამბობს, რომ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს.

” არც ცალკე ფრაქციის შექმნას ვგეგმავ და არც რომელიმე ფრაქციაში შესვლას. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ საკრებულოს ყოველ სხდომაზე მექნება მინიმუმ ორი ახალი ინიციატივა და ყველა ჩემს დაყენებულ საკითხს ბოლომდე მივყვები”- განაცხადა ჯორჯაძემ.

საკრებულოს დეპუტატის ადგილი, 2021 წლის 20 მაისს გათავისუფლდა, როცა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ლევან ლილუაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button