ვინმეს გადადგომის მოთხოვნასაც რა აზრი აქვს? – რას მოუწოდებს ჭიჭინაძე ოპოზიციას
პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ მათ ახლა მაინც უნდა ეყოთ ვაჟკაცობა და ადამიანობა, რათა ეს დემაგოგია დაასრულონ.
„დრო გავა და 5 ივლისის ამნისტიასაც გამოაცხადებენ, ამის სითავხედეც ეყოფა „ოცნებას“!
ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ პარლამენტში შესულ ოპოზიციას.
მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ხომ „გაუპრავეთ“ „ოცნებას“ ხალხის თვალის დათხრა და ამნისტიაც მიაღებინეთ, ახლა მაინც გეყოთ ვაჟკაცობა, ადამიანობა, დაასრულეთ დემაგოგია, ხალხის მოტყუება და დაბრუნდით რეალობაში!
მხოლოდ რადიკალური პროტესტი! მხოლოდ ვადამდელი არჩევნები!
ახლა მთავარია ბრძოლა ბოლომდე და აღარ სჭირდება ამას რეფერენდუმი.
ხოლო სანამ ერთი ხელით მოლაპარაკებაზე ხელს უწერთ „ოცნებას“ და მეორეთი ხალხს ქუჩაში ეძახით, ეს მხოლოდ გამყიდველობა და ხალხის ინტერესების გაყიდვა გამოდის და ვერც საერთო პროტესტს მიიღებთ ვერასოდეს.
ვინმეს გადადგომის მოთხოვნასაც რა აზრი აქვს? რა მნიშვნელობა აქვს მონას რა სახელი და გვარი ექნება“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.