მნიშვნელოვანი

„ვინც 4 წელი უნდა ისწავლოს სხვა ქალაქში, 4 დღით რატომ ვერ ჩავა გამოცდების ჩასაბარებლად?“ – ივა მინდაძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის განცხადებით, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ თუ აბიტურიენტი ოთხი წლის მანძილზე აპირებს ცხოვრებას რომელიმე საუნივერსიტეტო ქალაქში, მას ისიც შეეძლება, რომ ამ ქალაქში გამოცდის ჩასაბარებლად ჩავიდეს. ამის შესახებ ივა მინდაძემ რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.

მისი თქმით, გამოცდების ეროვნულ ცენტრში დიდი ხანია ამ საკითხზე მსჯელობენ, თუმცა მოსალოდნელი პროტესტი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ცვლილება აქამდე არ გატარებულა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში საგამოცდო ცენტრების გაუქმების შესახებ, ადგილოვრივების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

მოისმინეთ ივა მინდაძის ხმა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button