“ვინც ვერ განასხვავებს სიმართლეს სიცრუისგან გაისეირნოს სუფთა ჰაერზე”-კადიროვი ცოცხალია
რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე დღეს რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სიცრუე უწოდა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და სიკვდილზე გავრცელებულ ცნობებს პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც კადიროვი წვიმაში სეირნობს და ყველას ურჩევს, სპორტით დაკავდნენ- ამბობს კადიროვი ვიდეოში, რომლის გადაღების დრო და ადგილი მითითებული არ არის.
“ყველას, ვინც ვერ განასხვავებს სიმართლეს სიცრუისგან ინტერნეტში, ძალიან ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და მოიწესრიგოს აზრები. წვიმა საოცრად გამამხნევებელია”, – ნათქვამია რამზან კადივროვის პოსტში. თუმცა გადაღების დრო და ადგილი მითითებული არ არის
ბოლო დღეებში, ზოგიერთ საჯარო გვერდსა და მედიაში გავრცელდა ჭორები კადიროვის მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილის შესახებ. კერძოდ, Visegrad 24-მა X-ზე (ყოფილ twitter) დაწერა, რომ რუსული მედიის ცნობით, „კადიროვი გარდაიცვალა მოსკოვის საავადმყოფოში, კომაში ჩავარდნის შემდეგ გონზე მოუსვლელად“.
იმაზე რომ რამზან კადიროვი ავადაა მედია დიდი ხანია წერს. ასევე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მისი კომაში ჩავარდნისა და გარდაცვალების შესახებ.
უკრაინულმა გამოცემა Obozrevatel-მა ჩეჩნური დიასპორის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. გამოცემა წერდა, რომ ჩეჩნეთის მეთაური მოსკოვში თვითმფრინავით გადაიყვანეს, თუმცა იქ ვერ დაეხმარნენ.