მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პირობას დებს , რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები ჩატარდება.
“მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, 2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.