მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთისთვის დიდი პატივია საქართველოსთან თანამშრომლობა

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელშიც ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ, განიხილეს სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. აღინიშნა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, სამართალდაცვითი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, განათლება და კულტურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სამიტის ორგანიზებისა და ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის სამაგალითოა თქვენი ლიდერობა, ის, თუ როგორ უძღვებით თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საქმეს, როგორ ზრუნავთ უნგრეთისა და უნგრელი ხალხის ეროვნული ინტერესების, უნგრეთის იდენტობის დაცვაზე. ჩვენი გადმოსახედიდან ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებითი ერთიანობა, ვფიქრობთ, არის ის, რაც აძლიერებს პარტნიორობას, მეგობრობას ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, მადლობა იმისათვის, რომ მხარს უჭერთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვის. როდესაც საქართველომ შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაში თქვენი დამსახურება იყო განსაკუთრებული და დღესაც, როდესაც ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის თქვენს მხარდაჭერას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება უნგრეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებთან ერთად, მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ მიმართულებითაც კარგი დინამიკა არსებობს, თუმცა რესურსი კიდევ უფრო მეტია.

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, თუმცა რესურსი კიდევ უფრო მეტია. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს აქ წარმოდგენილია მთავრობის მთლიანი შემადგენლობა და ჩვენთვის ყველა სფეროში საინტერესოა თანამშრომლობა, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სამართალდამცავი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, ყველა მიმართულებით ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი კომისიის დარგობრივი ფორმატებიც კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენი სურვილია, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ.

ასევე მოხარული ვართ, რომ ვითარდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ დღეების განმავლობაში ხელი მოეწერება მნიშვნელოვან მემორანდუმებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, რწმენას გამოვთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ეს სამიტიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და განვითარებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მსგავსი მჭიდრო თანამშრომლობა უნგრეთს სულ რამდენიმე ქვეყანასთან აკავშირებს.
მიყვარს სამშობლო, ვარ ჩემი ქვეყნით ამაყი – ასეთი ფრაზები უკვე სირცხვილად ითვლება დასავლეთში და აღარ გამოიყენება, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ამ სიტყვების თქმა და სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც ასეთივე გრძნობები და სენტიმენტები გააჩნიათ ამ ფრაზების მიმართ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე განაცხადა.
თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი, – ასე მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე.

ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთისთვის დიდი პატივია საქართველოსთან თანამშრომლობა.

მისი თქმით, სულ 2-3 ქვეყანაა, ვისთანაც უნგრეთს „ასეთი მეგობრული ურთიერთობები“ აქვს.

„მთავრობათაშორისი სამიტი მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატია. სულ 2-3 ქვეყანაა, ვისთანაც ასეთი მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და ამ ფორმატში ვთანამშრომლობთ. ამ ფორმატში განვიხილავთ სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებს და ეს არის იმის ნიშანი, რომ არა ცალკეული სამინისტროები, არამედ მთლიანად, მთელი მთავრობა თანამშრომლობს ჩვენს მთავრობასთან. ეს არის იშვიათი მოვლენა ჩვენს პრაქტიკაში და მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთან, თქვენთან თანამშრომლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ უნგრელები პატივს სცემენ ისტორიას და თქვენ გაქვთ საოცარი ისტორია. თქვენი ქრისტიანული ისტორია გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი. ძალიან დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა, რამდენადაც ორივე ქვეყანას გვიყვარს თავისუფლება. მიყვარს სამშობლო, ვარ ჩემი ქვეყნით ამაყი – ასეთი ფრაზები უკვე სირცხვილად ითვლება დასავლეთში და აღარ გამოიყენება, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ამ სიტყვების თქმა და სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც ასეთივე გრძნობები და სენტიმენტები გააჩნიათ ამ ფრაზების მიმართ. თქვენი ვიზიტი არის ჩვენთვის დიდი პრივილეგია იმ შედეგების გამო, რაც გაქვთ ქვეყანაში. ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება. თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი. ყოველთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ უნგრეთში”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ინოვაციებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტებს ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს ხელი. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველო-უნგრეთის მე-2 მთავრობათაშორისი სამიტის დეკლარაციას

უნგრეთი იცავს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იაროს მტკიცედ.

“ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თავს საქართველოს მოამაგედ, მოკავშირედ და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც საქართველო იბრძვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იარონ მტკიცედ. სექტემბერში 50 საჯარო მოხელე გვეყოლება გადამზადებული საქართველოდან და უნგრელ ექსპერტებსაც გავაგზავნით საქართველოში. დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა ეკონომიკურ მიმართულებაზე, მიღწევებზე, თანამშრომლობაზე და მადლობას ვუხდით ქართველ მეგობრებს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

შეგახსენებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად.

ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით არსებულ პერსპექტივებს.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button