მნიშვნელოვანისიახლეები

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 944 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 824 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 466 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 635 975.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 944 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 588 829.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 569 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა

📌აჭარა – 20

📌იმერეთი – 66

📌ქვემო ქართლი – 17

📌შიდა ქართლი – 14

📌გურია – 24

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30

📌კახეთი – 12

📌მცხეთა-მთიანეთი – 6

📌სამცხე-ჯავახეთი – 5

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მსგავსი პოსტები

Back to top button