ვირუსით ინფიცირების 2 514 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 359 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 514 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 61 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 930 544-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა
📌აჭარა – 232
📌იმერეთი – 304
📌ქვემო ქართლი – 119
📌შიდა ქართლი – 108
📌გურია – 114
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 148
📌კახეთი -134
📌მცხეთა-მთიანეთი -62
📌სამცხე-ჯავახეთი – 46
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.
ქვეყანაში კოვიდმა უკვე 13 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 241 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 930 544 შემთხვევა. მათგან 890 733 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 707 ადამიანი.