მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვის აქვს ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრების უფლება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანებით, იმ პირთა ვინაობა განისაზღვრა, ვისაც წყვილის ქორწინების რეგისტრაციის რიტუალზე დასწრების უფლება აქვს. წულუკიანის ბრძანების თანახმად, ეს ადამიანები იქნებიან: წყვილის მშობლები, ქორწინების მოწმეები და ფოტოგრაფი.

აღნიშნული ბრძანება 15 ივლისამდე მოქმედებს.

“სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა”. — ნათქვამია ბრძანებაში.

ბრძანების მიხედვით, ქორწინების რეგისტრაციისთვის სივრცეები გაიხსნება:

თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლში, რომლის მიმართ ბრძანება 2020 წლის 29 მაისიდანაა ძალაში;

თბილისის უზნაძის 2-ში მდებარე ქორწინების სახლში, რომლის მიმართ ბრძანება 31 მაისიდანაა ძალაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button