მნიშვნელოვანისაქართველო

ვის დარჩება “რუსთავი2” ? – დაარსების დღიდან დავები არ წყდება

“ივანიშვილი რუსთავი 2″-ს ვერ წაიღებს, გამორიცხულია,”-ეს განცხადება რამდენიმე საათის წინ საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან საუბრისას განაცხადა. რომლის თქმითაც, ტელეკომპანიამ უნდა აშეინარჩუნოს სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არსებული მდგომარეობა.

“მას როგორც უნდა, რომ ქვეყანა იქცეს ჩრდილოეთ კორეად, ესე ვერ მოხდება. “რუსთავი 2”-მა უნდა შეინარჩუნოს თავისი ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა გუშინწინდელდღემდე და ეს იქნება თავისუფალი სიტყვის, თავისუფლების და პროგრესის გარანტი. ეს არ არის ჩემი აზრის, ეს არის ნახევარი ქვეყნის აზრი,”-აცხადებს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის შეხვდება მის მიერ შერჩეულ 10 ჟურნალისტს, რომლისთვისაც “რუსთავი 2”-ის წილის 80%-ის გადაცემას აპირებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მათი უმეტესობა, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები იქნებიან.

ირაკლი ოქრუაშვილი

“იმისათვის რომ არ იყოს ბევრი კითხვა, საზოგადოებაში გაჩენილი რა უდნა ოქრუაშვილს, მე ვაპირებ რომ ჩემი ეს მოთხოვნა, ათამდე ჟურნალისტს, და ვაპირებ რომ შეხვედრას და ვიტყვი სახელებს და გვარებსაც, გადავცე მათ სრულიად უსასყიდლოდ რომ მათ ჰქონდეთ მეტი მოტივაცია და ძირითადად ეს ჟურნალისტები იქნებიან “რუსთავი 2”-ელები, იდავონ “რუსთავი 2”-ის როგორც მესაკუთრეობაზე, ისევე სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე. მათი მოთხოვნის შედეგად დანიშნულ ექსპერტიზაზე, 8 თვეა ხალვაში არ ცხადდება სამხარაულის ბიუროში რომ დატოვოს ხელმოწერის ნიმუში, რომ მოხდეს ექსპერტიზის მიერ დასკვნის გაკეთება. არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, მან მშვენივრად იცის რომ  ამ დოკუმენტზე არის მისი ხელმოწერა და ამას ვერსად ვერ გაექცევა. რომელი ქვეყნის ექსპერტიზაზეც არ უნდა წაიღონ, ყველა დაადასტურებს რომ ეს ხელმოწერა არის მისი. ხელშეკრულებაში ცალსახად წერია, რომ ხალვაშმა ფული მიიღო ჩემგან და ჩემთან აფილირებული პირებისგან. ჩემთან აფილირებული პირები იყვნენ ძალიან ბევრი, შეძლებულიც, ნახევრად შეძლებულიც. შესაბამისად ის ადამიანები ამ ფულს აძლევდნენ ჩემს გამო მას. ეს ფული მას უდნა დაებანდებინა გარკვეულ რაღაცეებში და შემდეგ ეს ფული უდნა დაებრუნებინა. მან ეს ფულია რ დააბრუნა და ბუნებრივია ამაზეც ვდავობთ,”-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი კი პროკურატურას მიმართავს, რომ ოქრუაშვილის განცხადება შეისწავლონ.

ტელეკომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, ძალოვანი უწყების ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით მტკიცდება, რომ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელევიზია სახელმწიფომ წაართვა:

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

“საქართველოს პროკურატურა – ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის – მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2” – წერს დვალი ფეისბუკზე.

ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ “რუსთავი 2” არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის და ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყო რეალურად კი ტელეკომპანიის წილები თავად იყიდა:„რუსთავი 2 ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხელის ბიჭი და ფიგარო, გასაქცევად აქეთ-იქით“ – თქვა ოქრუაშვილმა.

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ტელევიზია გადაუფორმდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რომელიც არხს 2004-2006 წლებში ფლობდა.

ქიბარ ხალვაში

ხალვაშმა, რომელიც თავის დროზე “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორობას დვალს სთავაზობდა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელად იმავე დღეს, ტელეკომპანის გენერელური დირექტორი ნიკოლოზ გვარამია გაათავისუფლა და საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.“რუსთავი 2”-ის უკვე ყოფილი მფლობელები სტრასბურგის გადაწყვეტილებას დიდ პალატაში გაასაჩივრებენ.

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი, რომელიც წლებია, ტელეკომპანიაში თავისი წილის დაბრუნებას ცდილობს, ფეისბუკზე წერს, რომ მას არხის ახალი მენეჯმენტიდან არავინ დაკავშირებია.

„უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის. ცოტა ადრეა ოღონდ. ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის“, — დაწერა დვალმა ფეისბუკზე 20 ივლისს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ირგვლივ დაარსების დღიდან დავები არ წყდება. 1994 წლიდან დღემდე, ტელეკომპანიის მეწილეები 20-ზე მეტჯერ შეიცვალნენ.

ბოლო ცვლილების მიხედვით კი უზენაესმა სასამართლომ ტელევიზიის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

პირველი სასამართლო დავა მისი დაარსებიდან იღებს სათავეს. მაშინ ერთ მხარეს იდგნენ დვალი, აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილი, ხოლო მეორე მხარეს – ფიქრია ჩიხრაძე და მისი მეგობრები.

ეროსი კიწმარიშვილი

მას შემდეგ ტელეკომპანიის მეწილეები არაერთხელ შეიცვალნენ და მის მფლობელობაზე სასამართლო დავებიც წარიმართა.

ქიბარ ხალვაშისთვის “რუსთავი 2-ის” გადაცემით სასამართლო დავა არ მთავრდება. ტელეკომპანიის წილებზე ამჯერად დავას აგრძელებს ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე – დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

ქორნოლოგია მომზადებულია TI-ზე დაყრდნობით.

https://www.youtube.com/watch?v=hk7VWPrfGK0

მსგავსი პოსტები

Back to top button