მნიშვნელოვანისაქართველო

ვის დაუჭერს მხარს “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში

საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ 8 სექტემბერს ელოდება, როცა ყველა კანდიდატს ცესკო-ში განაცხადი წარდგენილი ექნება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრი კრიტერიუმი აპოლიტიკურობა იქნება და მართველი გუნდი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

ირაკლი კობახიძე ჯერ არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძეც ამბობს, რომ მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც არცერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი.

ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button