ვის სცალია ახალგაზრდებისთვის – რადიობლოგი
ინიციატივა, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სკვერთან დაკავშირებით, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა 25 წლის ახალგაზრდამ რეალობად აქცია.
სკვერი, უფასო Wi-Fi და ვიდეოკონტროლი – უჩა ქემაშვილმა თანასოფლელებს სკვერი საკუთარი ხელით მოუწყო. მან, სახლის წინ მცირე ტერიტორია შემოსაზღვრა და საზოგადოების თავშეყრის ადგილად აქცია.
უჩას ახალი ინიციატივაც აქვს. მის უახლოეს გეგმაში სკვერში მინი ბიბლიოთეკის მოწყობაა. როგორც თავად აცხადებს, სოფელში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები უნდა მოეწყოს. მისი მთავარი მიზანია, ახალგაზრდების გადინებას შეუშალოს ხელი და სოფელი გაძლიერდეს.
ადგილზე მისულს, პირველი რიგში, რაც თვალში მომხვდა სკვერში სპეციალურად მოწყობილი საინფორმაციო დაფაა. სოფლის შესახებ ახალ ამბებს ადგილობრივები აქ ეცნობიან. გარდა სოფლის მაცხოვრებლებისა, სკვერს ტურისტებიც სტუმრობენ, განსაკუთრებით ზაფხულში.
სამომავლოდ, უჩა სკვერის გაფართოებაზე ფიქრობს, თუმცა საჭირო თანხები ვერ მოიძია. ჩემი აზრით, სოფლის განვითარებისთვის აუცილებელია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა; ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კი საინტერესო და მისაღები უნდა იყოს რაც ახალგაზრდებსა და მათ შორის სამომავლო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
რადიო “ჰერეთი” წარმოგიდგენთ ნატალია ცისკარაშვილის რადიობლოგს “ვის სცალია ახალგაზრდებისთვის”
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8541″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1433541084547″]ჰერეთის რადიობლოგების მომზადება შესაძლებელი გახდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით იქნა გაწეული. რადიო ბლოგების შინაარსზე პასუხისმგებელია რადიო ჰერეთი. მასში გადმოცემული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და/ან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შეხედულებებს.