,,ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი,,-პრემიერი

გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ გააფრთხილა რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, სამართალდამცველებს კი მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა.
„მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე, მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით. სამართალდამცავებს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, არსებითად, ისინი სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის.
„გასული კვირების განმავლობაში, იყო რამდენიმე გამონაკლისი ინციდენტი, რომელიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ ნებისმიერი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციის მიერ მათ მიერ დაგეგმილი ძალადობის გადასაფარად იქნება გამოყენებული. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება”, – განაცხადა პრემიერმა.
შავი ფულის“ გამო დარიეს ერთმანეთს საზოგადოება და ახლობლებიც კი, იმის გამო, რომ ჩვენი, ყველას საერთო სამშობლო ვიღაცამ გარედან სწორედ ამ ფულით მართოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, როცა ქვეყანაში გამჭვირვალობის ქართული კანონი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სიმართლეს, მყისიერად გაიოლდება შავისა და თეთრის გარჩევა.
„არ შეიძლება, სამშობლოს იმ გადმოსახედიდან მივუდგეთ, ვინ სად მუშაობს და ვინ სად ცხოვრობს, ან ვინმეზე გაბრაზებულმა შეარჩიონ დღეს მხარე.
მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესშია ქვეყანაც და საზოგადოებაც. ცუდი ისაა, რომ სოციალურ ქსელში ხშირად იკითხება უპასუხისმგებლობა, უშინაარსობა და წაუკითხაობა. ქუჩაში უმცირესობის პოზიცია, სურთ, დომინანტად აქციონ.
ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი და ჭარბი გულწრფელობით ქვეყანას უნებლიეთ არყევენ. ევროპელობის ძახილი დღეს კარგი „მოსასხამია“ და რუსეთუმეობის სხვისთვის დაბრალება – ბრძოლის მთავარი იარაღი „სამშობლოს გადასარჩენად“. არადა, დღეს რეალურად არც ანტიევროპულობის პრობლემაა ქვეყანაში და არც – რუსეთუმეობის. „შავი ფულის“ გამო დარიეს ერთმანეთს საზოგადოება და ახლობლებიც კი, იმის გამო, რომ ჩვენი, ყველას საერთო სამშობლო ვიღაცამ გარედან სწორედ ამ ფულით მართოს.
როცა ქვეყანაში გამჭვირვალობის ქართული კანონი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სიმართლეს, მყისიერად გაიოლდება შავისა და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევა. სწორედ ამის შიში აქვთ დღეს და არ სურთ, ხალხმა თავისი თვალით იხილოს რეალობა, თუმცა ეს გარდუვალია და ამას ვერავინ შეაჩერებს.
არა რუსულ კანონს. ქართულით მალე ყველაფერი ნათელი გახდება და დასავლური ტიპის გამჭვირვალობა საქართველოშიც წესად იქცევა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ოპოზიციური პარტიების განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რასაც ვამბობდით, რომ შინაარსს აზრი არ აქვს ოპოზიციისთვის, რაც უნდა ჩაწერო კანონში, მათი მიზანია, როგორმე რადიკალიზმი გააღვივონ ქვეყანაში, მათი პატრონების მეშვეობით, „შავი ფულის“ ჩართულობით როგორმე არეულობა მოაწყონ და უკანონოდ მოიპოვონ ხელისუფლება, რაც საბოლოოდ მიდის მეორე ფრონტამდე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია თავისი ქვეყნისთვის კარგს არაფერს მხარს არ უჭერს.
„მომხსენებელი როცა ეუბნებოდა, რა ცვლილებები გინდათ, მივიღოთ, ვიმსჯელოთ და შემდეგ მხარი დაუჭიროთ ამ კანონს, ახლა გამოჩნდა, რომ შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს. ხომ ამბობდნენ, რომ სხვა კანონი მოქმედებს ამერიკაში, საფრანგეთში, ევროპარლამენტში სხვა კანონია. ის მაინც ეთქვათ, რომ ევროპაში, ამერიკაში, საფრანგეთში, ისრაელში რომ კანონია, ის გადმოვიტანოთ და მხარს დავუჭერთო, ხომ შეეძლოთ, ეს ეთქვათ. მაგრამ უკვე გამოჩნდა მათი ტყუილების კუდი და საზოგადოება მიხვდა, რომ ისინი არ უჭერენ მხარს არაფერს კარგს მათი ქვეყნისთვის, მათ შორის, არც გამჭვირვალობას. პატრონი ეუბნება, რომ „შავ ფულს“ დაგახარჯავთ, არიეთ მანდაურობა – რაც არ გამოუვათ, მაგრამ მცდელობები ექნებათ – უკანონოდ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ის ძალები, რომლებიც, როგორც უკრაინის ხელისუფლებას ათქმევინეს, დაიწყებენ ომს საქართველოში. ეს არის მათი განცხადება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა.