მნიშვნელოვანისიახლეები

“ვისაც ფაიზერის მესამე და მეოთხე დოზის მიღების ამბავი გაინტერესებთ ასეა”

საქართველოში მეოთხე დოზის მიღება შესაძლებელია,მესამეს მიღებიდან 28 დღის შემდეგ

მეგობრებო, ვიცი ბევრს გაინტერესებთ: ფაიზერის ბუსტერ დოზის მიღების შემდეგ, არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, არანაირი მოთენთილობა ან ტკივილი, პირიქით, ენერგიაზე ვარ! – წერს სოციალურ ქსელში რამაზ სამხარაძე, ჟურნალისტი, მედიაჰოლდინგ ჰერეთის დირექტორი.
“დღეს გავარკვიე დეტალები – ვისაც ფაიზერის მესამე და მეოთხე დოზის მიღების ამბავი გაინტერესებთ ასეა: მესამე დოზა მიიღება სხვა ვაქცინის შემთხვევაში მე-3 თვიდან. (ჩინური ვაქცინის სინოფარმის, ან სინოვაკით აცრის შემთხვევაში)
თუ პირველი და მეორე დოზა ფაიზერი ან ასტრაზენეკა მიიღეთ, მესამე დოზით აცრა – მეხუთე თვეს შეიძლება.
რაც შეეხება მეოთხე დოზას, ესეც შესაძლებელია, მით უფრო ახალი ვირუსის ომიკრონის შემთხვევაში, ასევე თუ თქვენ მოგზაურობთ ამ პერიოდში, იმ ქვეყნებში, სადაც ფაიზერის ვაქცინის მიღების დამადასტურებელ ცნობას/კოვიდპასპორტს ითხოვენ.
საქართველოში მეოთხე დოზის მიღება შესაძლებელია, მესამეს მიღებიდან 28 დღის შემდეგ.
ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა წარადგინოთ იმ აცრის პუნქტში, სადაც წინასწარ დარეგისტრირდებით ცნობა სამსახურიდან – მივლინების შესახებ, ან ავიაბილეთების ჯავშანი, იმ ქვეყანაში/ქვეყნებში, სადაც მიემგზავრებით.
ინფორმაცია, თქვენი ბუსტერ დოზით აცრის შესახებ, დაახლოებით 1 საათში აისახება მონაცემთა ბაზაში/კოვიდპასპორტში. ყველას წარმატებას გისურვებთ! – წერს რამაზ სამხარაძე ფეისბუქზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button