ბიზნესრევიუ

„ვისოლის“ ბიუჯეტური ქსელი „ვიგო“ კახეთში გაფართოვდა

ახალი საწვავის სადგური გურჯაანში

გურჯაანში „ვიგოს“ ახალი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

6 მარტი, 2026 — გურჯაანში ახალი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა. ბიუჯეტური ქსელი „ვიგო“, რომელიც კომპანია „ვისოლის“ ახალი პროექტია, კახეთში კიდევ ერთი ობიექტით გაფართოვდა.

„ვიგო“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საწვავს შედარებით დაბალ ფასად სთავაზობს და ძირითადად რეგიონებში პატარა ფორმატის ავტოგასამართ სადგურებს ავითარებს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის „ვიგოს“ ქსელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაახლოებით 15 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს, ხოლო 2026 წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-ზე მეტამდე გაიზრდება.

კახეთის რეგიონში „WIGO“-ს ავტოგასამართი სადგურები უკვე ფუნქციონირებს ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, ბოდბეში, წნორში, საგარეჯოში და ახლა უკვე გურჯაანშიც. უახლოეს თვეებში ახალი ობიექტების გახსნა იგეგმება ახმეტაში, ალვანსა და აფენში.

„ვიგოს“ სადგურებზე მომხმარებლებს ოთხი სახეობის საწვავი დახვდებათ:

▪ პრემიუმი

▪ რეგულარი

▪ ევრო დიზელი

▪ დიზელ ენეჯი

საწვავი ხელმისაწვდომია როგორც საცალო, ისე კორპორაციული მომხმარებლებისთვის.

კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, ახალი ქსელის განვითარება მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის საწვავის უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას. მისი თქმით, საწვავზე ფასების ზრდის პირობებში კომპანია ცდილობს, გადაადგილების ხარჯები შეამციროს და მომხმარებლებს უფრო ეკონომიური არჩევანი მისცეს.

ახალი ქსელის ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით, სწრაფი და მარტივი მომსახურების სისტემით. სადგურები ისეა დაგეგმილი, რომ კომფორტულად შეძლონ როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე დიდი გაბარიტის სატვირთო ტრანსპორტის მომსახურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button