მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვითარება უკრაინაში ომის 296-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 22 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, სტელმახივკას, პლოშანკას, ჩერვონოპოპავკას, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის გრიგორიევკას, ვიიმკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუცკეს, ბახმუტის, კლიშივკას, ანდრიივკას, კურდიუმივკას, ოზარიანოვკას, დრუჟბას, ალექსანდროპოლის, ნოვობახმუტოვკას, ნეველსკეს, მარინკას, პობედას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 23 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, აქედან 2 სამოქალაქო ობიექტებზე ხარკივში.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

კრივოი-როგში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი – დაშავდა.

„მტრის მასიური თავდასხმა ოლქზე. კრივოი-როგში რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სადარბაზო განადგურდა“, – აღნიშნა რეზნიჩენკომ.

მისი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

უკრაინის დედაქალაქის საქალაქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დღეს რუსეთის მიერ ნასროლი 40 რაკეტიდან 27 ჩამოაგდეს.

Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “კიევის ქალაქმა გაუძლო ერთ-ერთ ყველაზე დიდ სარაკეტო შეტევას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ!”

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა დნიპროვსკის რაიონში, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია კიდევ ზუსტდება.

რეგიონები, რომლებიც კიევში დარტყმები დაფიქსირდა მოიცავს ჰოლოსიევსკის, დნიპროვსკის და დესნიანსკის.

უკრაინაში, აგრესორმა დღეს თითქმის ყველა ოლქის მისამართით 76 რაკეტა გაისროლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button