“ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა”

ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა. ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, შესაბამისი ცნობა მან პროკურატურისგან უკვე მიიღო.

ბედუკაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია რის საფუძველზე მიიღო პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბედუკაძეს განსაკუთრებული თანამშრომლობისათვის საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ჩასვეს მოწმის დაცვის პროგრამაში და დაუნიშნეს სახელმწიფო დაცვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button