ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 57 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ხინჩეგაშვილმა ფინალში იაპონელი ჰიგუჩი რეი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ ყაზახ, აზერბაიჯანელ და ბულგარელ სპორტსმენებს სძლია.

ხინჩეგაშვილმა მერვედფინალში ნურისლამ სანაიევი 4:3, მეოთხედფინალში ჰაჯი ალიევი 5:3 და ნახევარფინალში ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარაცხა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქროს მედალი შესძინა.

ქართულ დელეგაციას 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button