პუტინი გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში ახალი რაკეტების განლაგებით იმუქრება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვირას დაიმუქრა, რომ განაახლებს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის წარმოებას, თუკი აშშ დაადასტურებს, რომ მართლაც აპირებს გერმანიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში რაკეტების განლაგებას.
პრეზიდენტი პუტინის თქმით, თუ ამერიკული Tomahawk რაკეტები განთავსდება გერმანიაში, მათი განადგურების ზონაში მოექცევა რუსეთის მნიშვნელოვანი სამთავრობო და სამხედრო ობიექტები, ადმინისტრაციული და სამრეწველო ცენტრები და თავდაცვის ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში რუსეთი უარს იტყვის ევროპაში საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგების ცალმხრივ მორატორიუმზე.
„თუკი აშშ ასეთ გეგმებს განახორციელებს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ თავისუფალი ვართ ცალმხრივი მორატორიუმისგან, რომელიც ადრე დავაწესეთ საშუალო და მცირე სიშორის შემტევ საშუალებებზე,“ თქვა პუტინმა 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გამართულ საზღვაო აღლუმზე.
ასეთი რაკეტები, რომლებსაც 500 კილომეტრიდან 5500 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს, შედიოდა საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში, რომელსაც 1987 წელს მოაწერეს ხელი აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა.
მაგრამ 2019 წელს ვაშინგტონიც და მოსკოვიც, რომლებიც ერთმანეთს ადანაშაულებდნენ შეთანხმების დარღვევაში, გავიდნენ ამ ხელშეკრულებიდან.
“აშშ-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში, ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების შესაძლებლობების ამაღლებასთან დაკავშირებითაც,” – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა თითქმის დაასრულა საშუალო და მოკლე დიაპაზონის რიგი სისტემების შემუშავება და მოსკოვი მათი განთავსებისას სარკისებურად იმოქმედებს შეერთებული შტატების და მისი თანამგზავრების ქმედებების გათვალისწინებით ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“.
ამის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ მანამდე არ განაახლებს ასეთი რაკეტების წარმოებას, სანამ აშშ მათ უცხოეთში არ განალაგებს. ივლისის დამდეგს ვაშინგტონმა და ბერლინმა გამოაცხადეს, რომ 2026 წლიდან გერმანიაში დაიწყება აშშ-ის დიდი სიშორის რაკეტების, მათ შორის ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკების“ Tomahawk „ეპიზოდური განთავსება“.
პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები“ მოხვდება ასეთი რაკეტების მოქმედების ზონაში და რომ ეს რაკეტები „მომავალში შეიძლება აღიჭურვოს ბირთვული ქობინებით, ასე რომ, ჩვენი ტერიტორიები 10 წუთის მანძილზე იქნება“ დარტყმის განსახორციელებლად.
ივლისის შუა რიცხვებში კრემლმა უკვე განაცხადა, რომ ევროპაში აშშ-ის რაკეტების შესაძლო განლაგება იმას ნიშნავს, რომ ევროპის დედაქალაქები რუსეთის რაკეტების სამიზნეებად იქცევა.