მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ვლადიმერ პუტინი სააღდგომო წირვას ისევ მარტო დაესწრო

ვლადიმერ პუტინი სააღდგომო წირვას ისევ მარტო დაესწრო. მსახურებას მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქი კირილი ატარებდა, რომელმაც კრემლის ლიდერის გადაწყვეტილებას უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მხარი მტკიცედ დაუჭირა.
“მშვენიერი, ძვირფასი აღდგომის დღესასწაული მორწმუნეებს აძლევს იმედს, შთააგონებს კარგ აზრებსა და საქმეებს და ემსახურება საზოგადოებაში მაღალი ზნეობრივი იდეალებისა და ღირებულებების განტკიცებას”.-ასე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაული. ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პრეზიდენტი პუტინი ეკლესიაში ხალხისგან განცალკევებით, ხელში ანთებული წითელი სანთლით იდგა.