,,ვლადიმერ პუტინს ვესაუბრე, მას სურს, ადამიანები აღარ იღუპებოდნენ,,-ტრამპი
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2025/02/trampi-da-melania-780x470.jpg)
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ესუაბრა.
მისი განცხადებით, მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ბრძოლის ველზე ხალხის ხოცვით დაინტერესებული არ არის და მისი სურვილია, რომ ეს შეწყდეს.
„ყველა ის დაღუპული ადამიანი. ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი შენს შვილებს ჰგვანან, ორი მილიონი – და უმიზეზოდ“, – აღნიშნა ტრამპმა. იმედი მაქვს, რომ ეს სწრაფად მოხდება. ხალხი ყოველდღე კვდება. მინდა, დავასრულო ეს წყეული საქმე. ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია.
ტრამპს არ უთქვამს, როდის შედგა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი.
კითხვაზე, რამდენჯერ ისაუბრა პუტინთან, ტრამპმა უპასუხა: „სჯობს, არ ვთქვა“.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი არასდროს მოხდებოდა, 2022 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.
”მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერისთვის სირცხვილი იყო. სრული სირცხვილი”, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.
”იმედი მაქვს, რომ სწრაფად. ყოველდღე ხალხი კვდება. ეს ომი ძალიან ცუდია. მინდა დავასრულო ეს წყეული რაღაც”, – აღნიშნა ტრამპმა.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ, თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას, გამოცემა NEW YORK POST-ს მისცა. ინტერვიუში დიდი დრო ეთმობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.