კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში 18 მაისს მომხდარი ქემალ არძინბას მკვლელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული ბატალ ფილია დააკავეს.

მკვლელობის საქმე სოხუმის ე.წ. პროკურატურამ გახსნა.

შემთხვევის ადგილიდან, ტოიოტას მარკის ცეცხლმოდებული ავტომობილი დე ფაქტო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თამამშრომლებმა, სოხუმის რაიონ სოფელ იაშტუხაში იპოვეს.

18 მაისს, მოქალაქე ქემალ არძინბას მკვლელობის ფაქტზე, ქალაქ სოხუმის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყების ცნობით,ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

ქემალ არძინბა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button