“ვმუშაობთ რომ ძველი საავადმყოფოს შენობის ნაწილი ლაგოდეხს გადაეცეს”
ლაგოდეხში, ყოფილი საავადმყოფოს შენობების ნაწილის გასხვისების საკითხზე რადიო “ჰერეთთან” კომენტარი გააკეთა კახეთის გუბერნატორმა. ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლაგოდეხში მდებარე ძველი საავადმყოფოს შენობები კანონის დაცვით და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გაასხვისა.
გუბერნატორის თქმით, მისი დაინტერესება აღნიშნული აუქციონით მას შემდეგ მოხდა, რაც ლაგოდეხის მოსახლეობის ერთმა ნაწილიმა წერილით მიმართა და უკვე გასხვისებული შენობა – ნაგებობების დაბრუნებასა და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის საკითხში დახმადება სთხოვა.
შიოლაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტისთვის მხოლოდ ძველი პოლიკლინიკისა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილის გადაცემის საკითხი განიხილება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური პროექტების განსახორციელებლად ითხოვს.
შეგასსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლაგოდეხში მდებარე ძველი საავადმყოფოს შენობების ნაწილი 203 ათას ლარად კერძო მესაკურეზე, მანანა გოგაშვილზე 7 აპრილს გაასხვისა.
მოუსმინეთ ირაკლი შიოლაშვილის ხმას