სპორტი

ვოლკოვის სადებიუტო გოლი და მოგებით დასრულებული წელი სანიოლის ანგარიშზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წელი ზედიზედ სამი მოგებით დაასრულა.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ეროვნული ნაკრები ტესტ მატჩში უზბეკეთს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.

მატჩის ერთადერთი გოლი დავით ვოლკოვმა 41-ე წუთზე გაიტანა.

აღსანიშნავია,რომ ვოლკოვმა ნაკრების მაისურით მხოლოდ მეორე შეხვედრა ჩაატარა და პირველი სადებიუტო გოლიც მიითვალა.

იმის მიუხედავად,რომ თამაში მეტოქეთა თანაბარი უპირატესობით წარმართა,მატჩის არბიტრმა უზბეკეთის კარში ორი პენალტი არ დანიშნა.

შეცვლაზე შემოსულმა კვარაცხელიამ საგოლე მომენტები შექმნა,თუმცა შეხვედრაDი მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩით სათამაშო წელი დაასრულა და ფეხბურთელები ერთმანეთს 3 თვე ვეღარ შეხვდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button