მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა.

ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას გამართავს პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან, ასევე შეხვდება უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად პოლონეთში ცხოვრობენ.
“ვიზიტი გაიმართება პრეზიდენტის (ანდჟეი) დუდას მოწვევით. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე”, – განუცხადა საგარეო საკითხებში მრჩეველმა კერძო რადიო RMF-ს.

მისი თქმით, ზელენსკი ოთხშაბათს ვარშავის ციხის მოედანზე შეხვდება პოლონელებსა და უკრაინელებს, რომლებმაც პოლონეთს შეაფარეს თავი.
ცნობისთვის, პოლონეთმა უკრაინას პირველი რამდენიმე „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, შემდგომი დახმარების გადაცემა მოხდება 5 აპრილს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ვიზიტით ჩავა. მან არ დააზუსტა გაგზავნილი ავიაგამანადგურებლების რაოდენობა, თუმცა მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი ოთხი საჰაერო გამანადგურებლის გაგზავნას გეგმავდა.

ზელენსკი ბოლოს პოლონელ კოლეგას 2022 წლის დეკემბერში შეხვდა აშშ-ში ვიზიტის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button