მსოფლიორადიოფერმერისიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრალიის პარლამენტს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ წუთებში ავსტრალიის პარლამენტს მიმართავს. ავსტრალიელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტს ტაშით შეხვდნენ.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მიმართა, რომ მის გვერდით დგას და არა იმ “ომის კრიმინალის” მოსკოვიდან.

მან ზელენსკის ომის შემდეგ ქვეყნის რეაბილიტაციაში დახმარებაც აღუთქვა.

გლობალური უსაფრთხოების ბედი ახლა წყდება, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს ვირტუალურად გამოსვლისას. უკრაინის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გლობალური უსაფრთხოება საფრთხეშია თუ რუსეთი არ შეაჩერებს თავის ამბიციებს მისი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ჩვენ არ გვინახავს ეს მსოფლიოში, რომ ქვეყანამ დაიწყოს ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, ღიად გამოაცხადოს მისი დამონების ან განადგურების სურვილი – ამ ერის სახელიც კი არ დატოვოს. არავითარი შესაძლებლობაც კი არ დაუტოვოს ამ ერს თავისუფლად ცხოვრების“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრალიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საგანგებოდ გააფრთხილა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ.

„ვერავინ იტყვის, რომ მსოფლიოს რომელიმე ნაწილი დაცულია რადიოაქტიური დაბინძურებისგან, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოხდება. ქვეყანამ, რომელიც იყენებს ბირთვულ შანტაჟს, უნდა მიიღოს სანქციები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ასეთი შანტაჟი დამღუპველია მისთვის”, – განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

ზელენსკის თქმით, ყველაზე საშინელი რამ ისაა, რომ თუ რუსეთს ახლა არ შეაჩერებენ, თუ რუსეთის პასუხისმგებლობას არ დააყენებენ, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მოუთმენლად ელოდა მსგავს ომს საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ, გადაწყვეტს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია მათთვისაც.

შეგახსენებთ რომ ტელეკომპანია „ფორმულას” ცნობით, 4 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ  პირდაპირ ეთერში მიმართა მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს.

გაცნობებთ იმასაც რომ ჩინეთში ვიზიტად მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ავღანეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს, ამირ ხან მუთაქის შეხვდა, ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

გუშინ ლავროვი ჩინელ კოლეგას ესაუბრა, ფოტოზე, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა, მინისტრები ნიღბებით არიან და ერთმანეთს იდაყვებით ესალმებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button