ISIS-ი ნიუ-იორკს ტერაქტებით ემუქრება [Photo/video]

ტერორისტული დაჯგუფება – “ისლამური სახელმწიფო” ნიუ-იორკს ტერორისტული აქტებით ემუქრება. ამ ფაქტზე ISIS-ს მიერ გამოქვეყნებული ახალი ვიდეორგოლი მიანიშნებს. ამერიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინფორმაცია რაიმე კონკრეტულ მუქარაზე არ არსებობს, დამკვირვებლებმა კი შენიშნეს, რომ ნიუ-იორკის კადრები ახალი გადაღებული არაა.

როგორც Reuters გადმოსცემს, ექვსწუთიანი ვიდეო პარიზის ხედებისა და პრეზიდენტ ოლანდის გამოსვლის კადრებისგან შედგება. თუმცა ერთ-ერთ ფრაგმენტში ნიუ-იორკის თაიმს-სქვერის მოედანი გამოკრთის, შემდეგ კი კამიკაძის ქამრით გარსშემორტყმული მამაკაცი ქურთუქს იკრავს. კადრში ასაფეთქებელი მექნიზმის მოქმედებაში მომყვანი ღილაკიც მოჩანს.

ვიდეოს ანალიზი ამერიკულმა SITE Intelligence Group-მა წარადგინა, რომელიც ჯიჰადისტების მოქმედებებს აკვირდება. SITE-ის ხელმძღვანელმა, რიტა კაცმა Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნიუ-იორკის კადრები აპრილის თვეშია გადაღებული და ამიტომ, მეგაპოლისისთვის მუქარის მტკიცებულებად არ გამოდგება.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ – სტივენ დევისმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ინფორმაციას ვიდეოს შესახებ უკვე ფლობს. პოლიცია თვლის, რომ ნიუ-იორკი, 2001 წლის ტერაქტის შემდეგ, კვლავაც რჩება ტერორისტების სამიზნედ, მაგრამ კონკრეტული მუქარა საფუძველს მოკლებულია.

ნიუ-იორკის პოლიციის კომისრის, უილიამ ბრეტონის თქმით, ქალაქის ქუჩების პატრულირებას სპეციალური ქვედანაყოფის 100 ოფიცერი ყოველდღიურად განახორციელებს და ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილებს გააკონტროლებს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23350″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button