ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა

ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. შეტყობინება სტრასბურგიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა მიიღეს.

“რუსთავი 2 ჩვენია, მეგობრებო, ყველა იმ ადამიანის რომელიც აქ ვართ. მე მინდა მადლობა ვუთხრა პირველ რიგში რუსთავი2-ის ნამდვილად გმირულ გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებ არა იმიტომ, რომ თავი შეინარჩუნოს აქ და ხელფასები აიღოს, იმიტომ, რომ თქვენ გამცნოთ თავისუფალი სიტყვა და თქვენ გამყოფოთ საქმის კურსში, თუ რა ხდება ქვეყანაში, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერამ დღეს რუსთავი2 გადაარჩინა. მან არასამთავრობო სექტორს, მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ერთხმად მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ ჩვენ გადაგვარჩინა,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button