“ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს სააკაშვილი გარდაცვლილია”
16 ნოემბერს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისთვის მულტიპროფილური ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
ჯგუფის მიზანია, შეაფასოს რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი, პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.
მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” 9 დეპუტატმა. დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში შიმშილობს. შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც. “ნაციონალური მოძრაობის” 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში.
მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს.
მოუსმინეთ ასევე ჩვენს საღამოს გამოშვებას: