მნიშვნელოვანისიახლეები

პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით მირანდა ბაღათურია და ანა ყურაშვილი სასამართლომ 4 000-4 000-ლარით დააჯარიმა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის თანამშრომლები მირანდა ბაღათურია და ანა ყურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 4000-4000 ლარით დააჯარიმა. მათ ედავებიან პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის „მონისა“ და „ცრუ მოწმის“ დაძახებას. საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა.
მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
23 აპრილს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით 3 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

ესენი არიან: პარტია ახალის პრესსამსახური მირანდა ბაღათურია, გირჩი – მეტი თავისუფლების პრესსამსახური ანა ყურაშვილი და სინდისის პატიმრის საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე.

მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე თავდასხმის ბრალდებითაც დააკავეს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი საბა სხვიტარიძე.
ცნობისთვის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული საბა სხვიტარიძის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საქმე განიხილებოდა. ამ დღეს მოწმის სახით გამოჰკითხეს პოლიციელი მირიან ქავთარაძე – რომელსაც აქტივისტები ცრუ მოწმეს უწოდებენ. სწორედ ამ დღეს ეძახდნენ ქავთარაძეს „მონას“ და „ცრუ მოწმეს“.
17 აპრილის პროცესზე მირიან ქავთარაძე გამოიკითხა. პროცესის დასრულების შემდეგ, დარბაზიდან გამოსულ მირიან ქავთარაძეს ადგილზე შეკრებილები შეხვდნენ შეძახილით – “ყველა ქავთარაძის სირცხვილი ხარ შენ”.

ეს კადრები Facebook-ზე გავრცელდა და სავარაუდოდ, ამას უკავშირდება ადმინისტრაციული საქმის დაწყება.

მირანდა ბაღათურიამ დაწერა:

“მედავებიან, “პოლიციელი” მირიან ქავთარაძის მიმართ შეურაცხყოფას,საქმე ეხება , რამდენიმე დღის წინ საბას პროცესზე ამ მირიანის გამოკითხვას,გამოსულზე, ბუნებრივია დახვდნენ ამ ცრუ პოლიციელს შეძახილებით,თუმცა მე ვერ მივუსწარი,რადგან სხვა პროცესზე ვიყავი,მეტიც მირიან ქავთარაძე საერთოდ ვერ დავინახე,ის უკვე წასული დამხვდა.

დიდი ალბათობით, საუბარია ჩემ მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე,ვიდეო სხვისი გადაღებულია და არც ჩემი ხმა არ ისმის-ფიზიკურად იქ არ ვიყავი

მთავარია რომ რეჟიმის ერთგული პოლიციელების დასაცავად უზიან სოციალურ ქსელებს, ყველა ვიდეოს და არ იციან როგორ ასიამოვნონ ცრუ მოწმეებს,სწორედ მათ გამო ჩვენი ბიჭები გისოსებს მიღმა აგრძელებენ ცხოვრებას!!!”.

ანა ყურაშვილმა დაწერა:

“რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს სამმართველოდან, მედავებიან 173-ე მუხლის მეორე ნაწილს, “პოლიციელი” მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას, ჩემი მეგობარი საბა სხვიტარიძის პროცესის დღეს, 17 აპრილს”.

გულის სიღრმეში, რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, ველოდი პატიმრობის შუამდგომლობას, მაგრამ მაინც, როცა 2 ქალმა გააჟღერა ეს, რომ ვითომ ჩვენ კრიმინალები ვართ, სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000 ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია,- ამის შესახებ „ახალის“ პრესსამსახურის თანამშრომელმა, მირანდა ბაღათურიამ განაცხადა, რითაც მოსამართლის მიერ მის 4000 ლარით დაჯარიმებას გამოეხმაურა.

ბაღათურიას თქმით, იმ დღეს, როდესაც მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან, ქავთარაძე საერთოდ არ უნახავს.

„დარბაზში სრული აბსურდი ხდებოდა, საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ 4 მოწმე არსებობს, არანაირი ვიდეო ან აუდიო მტკიცებულება. მე 17 აპრილს მირიან ქავთარაძე საერთოდ არ მინახავს. მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. მედავებიან მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას, თითქოს მე მას გავეკიდე და მონა ვეძახე. არ შემიძლია ადამიანების მიმართ მსგავსი წამოძახილები, თუმცა ვთვლი, რომ მირიან ქავთარაძე ცრუ მოწმეა. მიუხედავად იმისა, იმ დღეს არანაირი გადაკვეთაში მასთან არ ვყოფილვარ. მთავარი ისაა, რომ ძალიან მარტივად შეეძლოთ, ფოიეში კამერებიდან კადრების ამოღება.

გულის სიღრმეში, რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, ველოდი პატიმრობის შუამდგომლობას, მაგრამ მაინც, როცა 2 ქალმა გააჟღერა ეს, რომ ვითომ ჩვენ კრიმინალები ვართ, სახტად დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა, მოსამართლე ძალიან სამართლიანი იყო, ჩემი აზრით, უნდოდა. ამაზე მეტყველებს, პოლიციელების მობილიზებაც, უბრალოდ აქ რომ ატყდა ამბავი, შეცვალა და 4000 ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია“,- განაცხადა მირანდა ბაღათურიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს კი ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button