მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

Wizz AIR-ი რეგულარულ ფრენებს განაახლებს

18 აპრილიდან ქუთაისის გაფართოებულ აეროპორტში რეგულარულ რეისებს განაახლებს Wizz Air. რეისები ქუთაისის აეროპორტიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით, თავდაპირველად, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

,,გვახარებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღეში ქუთაისის გაფართოებულ აეროპორტში რეგულარულ ფრენებს Wizz Air განაახლებს. ცოტა ხნის წინ დაგვიდასტურა ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ავიაკომპანიამ მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განახლების შესახებ. ჩვენის მხრივ, მგზავრებს ვპირდებით, რომ დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული აეროპორტი, ახალი სერვისებითა და სიახლეებით, რომელიც ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება,-‘’ განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაძლოა, რეისების სიხშირე გაიზარდოს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button