ზაალ ანჯაფარიძე: “ჰერეთის” პროექტი ინოვაციურია
“ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” პროექტების მენეჯერი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ “ჰერეთის” პროექტი “რადიო ბლოგი” ინოვაციურია და ის მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას, პრობლემატიკით დაინტერესებას და თვითმმართველობასთან მჭიდრო კომუნიკაციას მოახდენს.
“პოექტი არა მარტო მსმენელის სამოქალაქო გააქტიურებას, არამედ ბლოგერთა, როგორც პროფესიონალთა ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ანჯაფარიძემ თოქ-შოუ “თავისუფალ დროში” ჩართვისას.
მისივე თქმით, ფონდს “ჰერეთთან” მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს და “რადიო არის რეგიონის მოსახლეობისთვის დამოუკიდებელი ინფორმაციის წყარო”.
“ჰერეთი” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით თვითმმართველობის თემაზე “რადიო ბლოგების” ტრანსლირებას იწყებს.
შერჩეული 10 ბლოგერი “რადიობლოგინგის” და გენდერის საკითხებზე შექმნიან 70-ზე მეტ რადიო ბლოგს საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ და მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც გადაცემა “რადიო ბლოგის” სახით “ჰერეთის” ეთერში გავა.
ზაალ ანჯაფარიძე_ხმა