ზახაროვასთვის გაურკვეველია 2030 წელს თუ იარსებებს ევროკავშირი რომ საქართველო ,,შევიდეს,,
მისი თქმით, მოსკოვი და თბილისი საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებისკენ ისწრაფვიან, გეგმურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, რაც “რუსი და ქართველი ერების ინტერესებს შეესაბამება”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ქართული ოცნების განცხადებას 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის შესახებ გამოეხმაურა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მაგალითი გაიხსენა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ გაურკვეველია, 2030 წელს თუ იარსებებს ევროკავშირი, საქართველოს “შესასვლელად”.
კერძოდ, 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პოტენციურ მზაობაზე საუბრისას, ზახაროვამ განაცხადა, რომ მთავარია 2030 წელს “თუ იქნება სადმე გასაწევრიანებელი“.
მან დიდი ბრიტანეთი ახსენა და განაცხადა, რომ ლონდონი “რაიმე კარგიდან არ გამოსულა”.
“ხომ იცით, მთავარი ის არის, რომ მათ, ვინც ევროკავშირში ოცდაათ [წლამდე] ან კიდევ რომელიმე წლებში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, თუ ექნებათ სადმე გასაწევრიანებელი”, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მოსკოვი და თბილისი საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებისკენ ისწრაფვიან, გეგმურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, რაც “რუსი და ქართველი ერების ინტერესებს შეესაბამება”.
“მიუხედავად არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ვაშენებთ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ორმხრივად მომგებიანი გზით. ამ მიმართულებით დიალოგი მიმდინარეობს.
მოსკოვი და თბილისი ცდილობენ გაააქტიურონ საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა და სისტემატიურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რაც რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებში შედის”, – თქვა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, “ევროკავშირში კრიზისული მოვლენები იმდენად თვალსაჩინოა, ხოლო მათი პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადია, რომ იქ არაფერი ესაქმებათ მათ, ვინც თავიანთ ეროვნულ ეკონომიკებზე ფიქრობენ”, ამიტომ “ეს თითოეულია სუვერენული საქმეა”.
მან განაცხადა, რომ ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას განიხილავს, “უნდა შეხედოს კონკრეტულ ციფრებს, არა მხოლოდ ლოზუნგებს” და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოსკოვს თბილისთან “არაერთხელ” ულაპარაკია.
“საქართველოსთან არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, არსებული პოლიტიკური უთანხმოებებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, მაგრამ ორმხრივ კავშირებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებლის მიმართულებით ვაშენებთ. მიმდინარეობს დიალოგი ამ მიმართულებით”, – განაცხადა ზახაროვამ.