სპორტ-ნიუსისპორტი

ზამთრის ოლიმპიადისთვის ქართველ მოციგურავეთა შემადგენლობა დასახელდა

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ იმ სპორტსმენთა შემადგენლობა დაასახელა,რომლებიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

პეკინში დაგეგმილ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებს გამომსვლელი ოთხივე კატეგორიაDი ეყოლება.

ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი აცხადებს, რომ თებერვლის ტურნირზე კაცებს შორის მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს.ქალებში,- ანასტასია გუბანოვა. სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას წყვილს ვიხილავთ ყინულზე და სპორტულ წყვილებში: კარინა საფინა და ლუკა ბერულავა გამოვლენ.

იმ შემთხვევაში თუ შემადგენლობას გარკვეულ მიზეზთა გამო რომელიმე სპორტსმენი გამოაკლდა,ცნობილია სათადარიგო მოთამაშეებიც. ესენი არიან: ალინა ურუშაძე,ნიკა ეგაძე და ანასტასია მეტელკინა-დანილ პარკმანის სპორტული წყვილი.

საქართველოს ნაკრები იმ საუკეთესო ათეულში მოხვდა,რომლებიც გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

ზამთრის 24-ე ოლიმპიადას ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ქართველმა სამთო მოთხილამურეებმა ნინო წიკლაურმა და სოსი ჯაფარიძემ.ასევე,ასპარეზობის ლიცენზიას მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი დაეუფლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button