მნიშვნელოვანისაქართველო

„ზანავის“ მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია 1 100 000 ლარად გაიყიდა

სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე “ზანავის” მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია აუქციონზე გაიყიდა.
15 აპრილს გამართული აუქციონის გამარჯვებული შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

№39, №143 და №144 ჭაბურღილებზე მუშაობის ლიცენზიის თავდაპირველი ფასი აუქციონზე, 1 000 000 ლარს შეადგენდა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ,
ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით, მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და მინიმუმ, 50 ადამიანი უნდა დაასაქმოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button