საქართველოსიახლეები
“ერთი კოვზით ზიარებაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადადის თუ არა კორონავირუსი ერთი კოვზით ზიარების შედეგად, მეცნიერულად დადასტურებული არ არის. ტიკარაძეს შესაბამისი შეკითხვით ჟურნალისტებმა მიმართეს.
„ზოგადად, მეცნიერებაში და მედიცინაში მნიშვნელოვანია,რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, ამაზე მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“ , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.