მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიედან იუწყებიან სამოქალაქო ობიექტებზე პირველი იერიშების შესახებ

უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ ზაპოროჟიეში დღეს პირველად დაბომბეს სამოქალაქო ობიექტები. ამის შესახებ ტელეგრამ-არხით იუწყება ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ სტარუხი.
მისი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ზაპოროჟიეს რკინიგზის სადგურის და ბოტანიკური ბაღის რაიონებში. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

ხარკოვში, ნემიშ-ლიანსკის რაიონში რუსეთის საარტილერიო თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა 2 საცხოვრებელი კორპუსი, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მაშველები მუშაობდნენ ხანძრის ჩასაქრობად, გადაარჩინეს 4 ადამიანი, თუმცა დანარჩენი 2 ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, გავრცელებული ინფორმაციით, 03:00 საათზე, თავდასხმა ასევე მოხდა სკოლის შენობაზე. შენობის ნაწილი განადგურდა.

გუშინ, 15 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა ბუჩას საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა დაარბიეს და თანამშრომლები ტყვედ აიყვანეს – ინფორმაციას ბუჩას საკრებულო ტელეგრამ არხზე ავრცელებს. მათივე ცნობით ტყვედ აიყვანეს მოხალისეებიც, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებოდნენ.
საკრებულოს ინფორმაციით, ოკუპანტების ტყვეობაშია 6 ადამიანი:

მსგავსი პოსტები

Back to top button