ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აღდგა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, აღდგა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე მომარაგება ელექტროენერგიით. ეს განცხადება სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ გააკეთა 5 ნოემბერს, ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც რუსეთის იერიშებმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.
გროსის თქმით, 5 ნოემბრიდან გარე ელექტრომომარაგების ორივე ხაზი აღდგენილია და კვლავ ჩართულია.
მან ასევე გაიმეორა მოწოდება, რომ აუცილებელია აესის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა: „მეტი დროის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. უნდა ვიმოქმედოთ, სანამ გვიან იქნება.“
“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე გადამცემი ორივე ხაზი, 750 კვ და 330 კვ სარეზერვო ხაზი, რომელიც ქსელიდან ელექტროენერგიის მიწოდებას იყენებდა, გარემონტდა და პარასკევს ხელახალი ჩართვა დაიწყო. დაახლოებით 22:00 საათზე, ზაპოროჟიეს ექვსივე ატომურ სადგურზე 750 კვ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა”, – ამბობს IAEA-ს დირექტორი რაფაელ გროსი.
17 ოქტომბერს ზაპოროჟიეს ატამურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარშია განლაგებული, სროლის შემდეგ ელექტრომომარაგება გაითიშა.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის ჯარები აკონტროლებენ მარტიდან მოყოლებული, მაგრამ ის უკრაინელი ინჟინრების მიერ იმართება. ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ბრძოლებმა კატასტროფული ავარია შეიძლება გამოიწვიოს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურში.
პირველ ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა სადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი გაიტაცეს. 4 ოქტომბერს ის რუსულ სახელმწიფო არხებზე გამოჩნდა, სადაც აცხადებდა, რომ უკრაინულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და “აცნობიერებდა”, რომ სადგურის მიმართულებით უკრაინელები ისროდნენ.
უკრაინაში რუსეთი წინ ვერ მიიწევს და ცდილობს ამ დრომდე დაკავებული ტერიტორიები გაამაგროს. ამის პარალელურად უკრაინის არმია ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს. ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის გათვალისწინებით, საოკუპაციო ძალის ამოცანები იცვლება. ისინი კვლავ ცდილობენ სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას რაკეტებით დაარტყან.
გასულ ღამეს, ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში გაზის მილსადენი დაბომბეს. კვლავ შენარჩუნებულია ბირთვული საფრთხე, თუმცა ამ მხრივ პოზიტიური სიახლეა ის, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარე მომარაგება აღადგინეს. სადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შექმნა კვლავ არის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მთავარი მოთხოვნაა.
“უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე – საკმაოდ დიდხანს, სამ საათს გაგრძელდა. დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით, ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი მიწოდებას ეხება: ესაა ტექნიკა, საბრძოლო მასალა, კავშირი, ზამთრის ნივთები. ცალკე განვიხილეთ სარაკეტო და დრონების ტერორისადმი წინააღმდეგობა – უკვე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები, ჩამოგდების პროცენტი გაიზარდა, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ რჩება. აუცილებელია უკრაინული ცის სრული დაცვა და ამისთვის ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი გაკეთდება. უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ,”-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.