მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიეს ოთხ დასახლებაში მოკლული და დაჭრილია 260-მდე რუსი სამხედრო

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უწყვეტად გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 2 იანვარს, ზაპოროჟიეს რეგიონის ოთხ დასახლებაში წარმატებული შეტევა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქში განადგურებულია საბრძოლო მასალების 2 საწყობი, დაახლოებით 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა და მოკლული და დაჭრილია 260-მდე რუსი სამხედრო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ დანაკარგების შესახებ არაფერს იუწყება.

აღსანიშნავია, რომ შეტევა ატომური ელექტროსადგურის მახლობლად განხორციელდა.

“მტრის დამარცხება დადასტურდა 2 იანვარს ზაპოროჟიის რაიონის დასახლებების ტოკმაკის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, პოლოგისა და ვასილიევკას დასახლებების რაიონებში: განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. განადგურდა ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი, ლიკვიდირებული და დაჭრილია 260-მდე შეიარაღებული სამხედრო”, – ამბობს გენერალური შტაბი.

როგორც ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი აცხადებს, რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი.

უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი ასევე ჩაირთო დონეცკის, ხარკოვის, პოლტავსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

3 იანვარს გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსების დანაკარგები ხერსონის რაიონის სოფელ ჩულაკოვკასთან, რამაც შეადგინა 500-მდე დაღუპული და დაჭრილი სამხედრო.

პარალელურად, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ, ბახმუტთან რუსული ძალების ყველაზე ინტენსიური თავდასხმების პერიოდი უკვე დასრულდა. მათი თქმით, ამ ბრძოლებში დიდი დანაკარგები ჰქონდათ როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ მხარეებს.

ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ 24 დეკემბერს განაცხადა, რუსეთის ძალებს ეწურებათ საარტილერიო ტყვია-წამლის მარაგები, რაც ფართომასშტაბიანი თავდასხმითი ოპერაციებისთვისაა საჭირო. კვლევითი ინსტიტუტი ასევე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, რუსეთს გაუჭირდება შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button