მნიშვნელოვანისიახლეები

ზარქუამ ამერიკელ სენატორს “ჩათლახი” უწოდა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს ჟურნალისტებთან “ჩათლახი” უწოდა. ეს მოხდა მაშინ, როცა ზარქუას პარლამენტში რამდენიმე არხის კორესპონდენტებმა სთხოვეს, შეეფასებინა განცხადება, რომელიც ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტში გააკეთა 16 ნოემბერს.

დეპუტატის კომენტარს სხვადასხვა მედიასაშუალების რამდენიმე გადამღები ჯგუფი იწერდა. ზარქუამ ჟურნალისტს შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვა არ დაასრულებინა.

ჟურნალისტი: “ჯინ შაჰინი, რომელიც გამოირჩევა…”

ზარქუა: “ჩათლახი…”

შემდეგ ჟურნალისტმა განაგრძო სენატორის განცხადების პერიფრაზირება, რაზეც დეპუტატმა ზარქუამ დამაზუსტებელი კითხვები დაუსვა:

“რომელი პარტიიდანაა ეგ ტიპი, იცი?.. ვინ არის წონიანი?.. დემოკრატი იქნება, გაგიმაზავ…”
ჟურნალისტებთან ამ კითხვა-პასუხის შემდეგ, დეპუტატმა ტელეფონზე დაიწყო საუბარი. როგორც რადიო თავისუფლებისთვისაა ცნობილი, ზარქუას ამ საკითხზე დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. მან არც ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა.

აშშ – ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეობზე“, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო – ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სენატორ შაჰინის განცხადებას, საქართველოსთვის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, შაჰინის განცხადება საქართველოში არსებულ ვითარებაზე იყო უსამართლო კრიტიკა და მას ფასი არ აქვს.

„რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის მას ფასი არ აქვს. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა და ასეთს ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“. ძირითადი ნაწილი ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება, უდიდესი ნაწილი. მე მოსმენილი მაქვს ერთ- ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არარელევანტური, რადგან ისინი მუშაობენ „ენჯეოების“ გავლით. ეს აქვს ნათქვამი ამერიკის ყოფილ ელჩს და არა მე და მეც პრაქტიკულად იგივეს ვიმეორებ, ამიტომ „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, ჩვენ ვერ ვიდარდებთ. მე არ მგონია, რომ ეს მოხდება იმიტომ, რომ „ენჯეობის“ დაფინანსება არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ რაიმე საწუხარი იყოს. შაჰინმა თვითონვე თქვა განცხადებაში, რომ როგორც მას უთხრეს, ასეთი საკითხი არ იქნება მიზანშეწონილი განსახილველად,“ – განაცხადა კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს განცხადებები მარტო განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ დროულად უნდა მიიღოს კრიტიკა და რეკომენდაციები შეასრულოს.

“სამწუხაროა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით უფრო და უფრო მძიმე ხდება. საუბარია დემოკრატიის ჩამოშლაზე, ავტორიტარული რეჟიმოს გაძლიერებაზე, პოლიტპატიმრებზე, მედია მენეჯრების დაკავებაზე და მათი გათავისუფლების მოთხოვნაზე. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს განცხადებები მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით და ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე და სხვები ვერ უშველიან მას. ამიტომ დროულად უნდა მიიღონ ეს რეკომენდაციები, გაიაზრონ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება უნდა დაიწყონ, რადგან ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინტერესებს პოლიტიკურ ინტერესებს ანაცვალენენ,”- განახადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ის, რასაც ახლა ხედავენ, ძლიერ აშფოთებთ, „რადგან ხედავენ „დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში“.

ცნობისათვის, 16 ნოემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button